(+995) 593 188-661
 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
და გამოყენების წესები

 

 

ჩვენ ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) რეგისტრაციის განხორციელებით მომხმარებელი სრულად ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებს. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე  დაარედაქტიროს წესები. წესები მუდმივად არის გამოქვეყნებული ვებ გვერდზე:  hrcontrol.ge

 ტერმინები:  

 კომპანია: მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირი შპს “HR კონტროლი”

 ჩვენი მომსახურება:  ეს არის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის წარმოებას ადამიანების (ობიექტების) გადაადგილებაზე მობილური ტელეფონის GPS და wifi  ტექნოლოგიის გამოყენებით. მონიტორინგის მონაცემების ნახვა შესაძლებელია  კომპანიის ვებ გვერდიდან  (hrcontrol.ge).  მომსახურება შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა ის გამოიყენოს თავისი კომერციული თუ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კანონმდებლობის დარღვევის გარეშე;

 მომხმარებელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისისტრირდება ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით;

აპლიკაცია:  პროგრამა ეკუთვნის შპს ”HR კონტროლი”-ს. აღნიშნული პროგრამა ინსტალირდება მობილურ ტელეფონში და მისი პარამეტრების გამართვის შემდეგ ის ახორციელებს ამ მობილური ტელეფინის გადაადგილების აღრიცხვას GPS და wifi  ტექნოლოგიის გამოყენებით.

აპლიკაციის პარამეტრები:  აპლიკაციის პარამეტრები ეს არის გარკვეული შესაძლებლობების ერთობლიობა, რომლებიც აპლიკაციას აძლევს საშუალებას განახორციელოს ჩვენი მომსახურება სხვადასხვა მახასიათებლებით.  ამ პარამეტრებს მომხმარებელი თავად აყენებს ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) პირადი „ანგარიში“-დან.

ობიექტი:   ფიზიკური პირი, რომლის მობილურ ტელეფონში დაყენებულია აპლიკაცია, რომელიც აწარმოებს მისი გადაადგილების აღრიცხვას GPS და wifi  ტექნოლოგიის გამოყენებით.

 

 

წესები:  

 

1.  კომპანიის ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) რეგისტრაციისას მომხმარებელს  შეყავს თავისი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. იურიდიული პირის შემთხვევაში შემთხვევაში მას ემატება იურიდიული პირის  რეკვიზიტები. მომხმარებელი ვალდებულია ეს ინფორმაცია ჩაწეროს სწორად და უტყუარად. აკრძალულია სხვისი მონაცემებით რეგისტრაცია. აღნიშნული მონაცემები მომავალში ვერ შეიცვლება საკონტაქტო მონაცემების გარდა. ჩვენს კომპანიასთან ნებისმიერი ურთიერთობა მომავალში მიმდინარეობს მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელთან. არასწორი ინფორმაციის რეგისტრაციის შემთხვევაში შედეგებზე პასუხს აგებს მომხმარებელი. კომპანიის მხრიდან აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებლის ”ანგარიში” დაიბლოკება;

 

2. შპს ”HR კონტროლი” იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს თავისი მომხმარებლების მიერ რეგისტრირებული ობიექტების მონიტორინგის მონაცემები და არ გადასცეს ის მესამე პირს. მხოლოდ საქართველოს ან საერთაშორისო (მომხმარებელს მომსახურების გამოყენება შეუძლია საზღვარგარეთაც) კანონმდებლობის წესების დაცვით გადასცეს ის შესაბამის ორგანოებს მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

 

3. იმისათვის რომ სრულად და დაუბრკოლებლად ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, უნდა გაეცნოთ მის სარგებლობის და გამოყენების წესებს ჩვენს ვებ გვერდზე (hrcontrol.ge). თუ მომხმარებელი ვერ იღებს მომსახურებას გამოყენების წესების დარღვევის ან მისი მხრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანიის მომსახურება მაინც ითვლბა განხორციელებულად და მომხმარებელი ვერ მოითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნბას;

 

4. ჩვენი სერვისის შეძენისას მომხმარებელი წინასწარ იხდის მომსახურების საფასურს. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს თავისი მომსახურების ღირებულება. ფასის ცვლილება არ იმოქმედებს უკვე გადახდილ პერიოდზე კონკრეტული მომსახურების შეძენისას.

 

5. თუ კომპანიის მხრიდან ტექნიკური მიზეზების გამო მომხმარებელს გარკვეული დროის მანძილზე შეუწყდა ჩვენი მომსახურება, კომპანია იღებს ვალდებულებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გამოასწოროს ტექნიკური ხარვეზი. ხარვეზიანი პერიოდი არ ჩაითვლება კომპანიის მხრიდან განხორციელებულ მომსახურებად და მომხმარებელს დაემატება ხავეზიანი პერიოდის ვადა;

 


6. კომპანიის მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი არ უნდა ლახავდეს ობიექტის უფლებებს და თავისუფლებებს.  მომხმარებელმა კომპანიის მომსახურება არ უნდა გამოიყენოს ფარულად ვინმეს მიმართ. გამოყენების წინ მან სრულად უნდა გააცნოს ობიექტი აღნიშნული მომსახურების არსში;


7. თუ მომხმარებელი კომპანიის მომსახურების გამოყენებით დაარღვევს საქართველოს და/ან საერთაშორისო კანონმდებლობას (ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც), მაშინ ის თავად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე კანონის წინაშე;


8. თუ მომხმარებელი აუქმებს პროგრამაში მის მიერ უკვე რეგისტრირებულ ობიექტს, ამ ობიექტზე არსებული გამოუყენებელი მომსახურების დღეები იკარგება. მომხმარებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს ამ დღეების უკან დაბრუნება ან გადატანა სხვა ობიექტზე. ასეთი სიტუაციისგან თავის დასაცავად მომხმარებელს შეუძლია დაარედაქტიროს ობიექტი და შეუცვალოს ტელეფონის ნომერი. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუხარჯავი მომსახურება გამოიყენოს ახალ ობიექტზე, ასეთი მოქმედება სისტემაში აღიქმება როგორც ახალი ობოექტის რეგისტრაცია, მაგრამ მასზე გადავა ძველი ობიექტზე დარჩენილი მომსახურების პერიოდი.

 

9. მომხმარებელს შეუძლია  მოითხოვოს ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) მის ბალანსზე არსებული თანხის სრულად გადატანა სხვა მომხმარებელზე. აღნიშნული მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მის "ანგარიშში" არსებული შესაძლებლობიდან. თანხის გადატანა მოხდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში ბალანსის მიმღებ მომხმარებელს არ შეეძლება ამ თანხის გადატა ბალანსიდან.

 

10. მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ვებ გვერდზე (hrcontrol.ge) მის ბალანსზე დაფიქსირებული დაუხარჯავი თანხა მოითხოვოს უკან. ამისათვის საჭიროა კომპანიის სახელზე შემოიტანოს განაცხადი პირადი ხელმოწერით და თანხის უკან დაბრუნება მოხდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თანხის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 1). თანხის დაბრუნება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შემომტანის საკუთარ ანგარიშზე; 2). დასაბრუნებელ თანხას ჩამოეჭრება 10.00 ლარი დამატებითი ტექნიკური სამუშაოებითვის.

 

8.